Express მოლარე-ოპერატორი (24 საათიანი სერვის ცენტრი) - თბილისი
Occupation: დამწყები
Bank of Georgia
თბილისი, Georgia · Full-time · Posted 3 weeks ago
საქართველოს ბანკი გეძებს შენ! ყველაზე მსხვილი და წარმატებული კომპანია საქართველოში გთავაზობს ვაკანსიას ექსპრეს მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე, (24 საათიანი სერვისცენტრი) თუ ეხლა იწყებ კარიერას გაინტერესებს საბანკო სფერო ცდილობ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას გსურს უცხოელებთან ურთიერთობა და უცხო ენებზე კომუნიკაცია და არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი შენთვის უფრო მოსახერხებელია, მაშინ არ გაუშვა ხელიდან ეს შესაძლებლობა! ფუნქციები: მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად სხვადასხვა ოპერაციების წარმოება: ვალუტის გაცვლითი ოპერაციები, ნაღდი ფულის შეტანა, გამოტანა, გადარიცხვა, ფულადი გზავნილების გაგზავნა/მიღება; მომხმარებლებზე მორგებული საბანკო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვების პროცესის უზრუნველყოფა; მომხმარებელთა გადამისამართება მათივე მოთხოვნების შესაბამისად; საჭირო ცოდნა და უნარები: სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა; კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა. განათლება: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; სამუშაო გამოცდილება: სასურველია მომსახურების და / ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6-თვიანი გამოცდილება; სამუშაო გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი (დღის, საღამოს და ღამის ცვლა). ბენეფიტები: ტრენინგების დაწყებისთანავე ფორმდება ძირითადი ხელშეკრულება, ანაზღაურება ხელფასის სახით 600 ლარი. ტრენინგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ანაზღაურებას ემატება დანამატი 125 ლარი, ერთვებით სამოტივაციო სისტემაში, რომლის ფარგლებში შესაძლებლობა გაქვთ გამოიმუშავოთ პრემია. არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, გაძლევს საშუალებას ეფექტურად გადაანაწილო დროითი რესურსი; აღნიშნული პოზიცია შესაძლებლობას მოგცემს, გაიზიარო აქამდე უცნობი გამოცდილება, მათ შორის: უცხოენოვან მომხმარებლებთან ურთიერთობის, მომსახურების სტანდარტებისა და საბანკო პროდუქტების შესწავლის, კომუნიკაციური უნარ-ჩვევების გაღრმავების მიმართულებით; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 25/09/2019
This is a copy of the posting, as read on November 25, 2026. The employer’s page has the full text and the way to apply.
Source: HireHive.

