მცირე ბიზნესის უფროსი ბანკირი - თბილისი

Occupation: მცირე და საშუალო ბიზნესი

Bank of Georgia

Tbilisi, Georgia · Full-time · Posted 2 weeks ago

სს „საქართველოს ბანკის“ მცირე ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მცირე ბიზნესის უფროსი ბანკირის პოზიციაზე თბილისში. აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, გექნება შესაძლებლობა: დაგეგმო და განახორციელო მომხმარებლებთან ვიზიტი, გააცნო არსებული ბიზნეს საკრედიტო პროდუქტები და მომსახურებები; დააიდენტიფიცირო მომხმარებლის მოთხოვნა, შესთავაზო შესაბამისი საკრედიტო პროდუქტი და გააცნო მისი უპირატესობები; შეისწავლო და აწარმოო მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის ანალიზი; მოამზადო საკრედიტო განაცხადი და წარადგინო კომიტეტზე; გქონდეს მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებლებთან, საჭიროების შემთხვევაში გაუწიო კონსულტაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია: განათლება: უმაღლესი, სასურველია ფინანსების, საბანკო საქმის, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით. სამუშაო გამოცდილება: ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება. სავალდებულო ცოდნა, უნარები: ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად, სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო ცოდნა; მოლაპარაკებისა და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი დონე და მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა; ორგანიზებულობა, დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი; ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება. საოფისე კომპიუტერული პროგრამების პროფესიული ცოდნა; მომსახურების უნარები - თავაზიანობა, კეთილგანწყობა, დახმარების მზაობა; ჩვენ გთავაზობთ: სრულ სამუშაო განაკვეთს (ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათი) და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს; გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 17 ნოემბერი, 2026 წელი.

This is a copy of the posting, as read on November 25, 2026. The employer’s page has the full text and the way to apply.

Source: HireHive.