დეველოპერული პროექტების კლიენტთა მოზიდვის მენეჯერი - თბილისი

Occupation: საცალო საბანკო საქმიანობა

Bank of Georgia

Tbilisi, Georgia · Full-time · Posted 6 days ago

სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი ა ცხადებს ვაკანსიას დეველოპერული პროექტების კლიენტთა მოზიდვის მენეჯერი პოზიციაზე თბილისში. ძირითადი მოვალეობები: სერვის ცენტრში გამოყოფილ სპეციალიზებულ სივრცეში მოსული მომხმარებლებისთვის პარტნიორი დეველოპერების პროექტების დეტალური გაცნობა,ბინების შერჩევა და ეფექტური ვიზუალური თუ შინაარსობრივი პრეზენტაციის ჩატარება; პოტენციურ კლიენტთა ბაზებთან აქტიური მუშაობა, გამავალი სატელეფონო ზარების (Outbound Calls) განხორციელება, მომხმარებელთა დაინტერესება და შეხვედრების დაგეგმვა; მომხმარებლის საჭიროებების, ბიუჯეტისა და ფინანსური შესაძლებლობების პირველადი შეფასება მხოლოდ რეალური ინტერესისა და მსყიდველობითი უნარის მქონე (ხარისხიანი და ვალიდური) ლიდების ფილტრაციისა და ჩამოყალიბების მიზნით; იპოთეკური სესხის პირობების პირველადი გაცნობა და დაინტერესებული კლიენტების გადამისამართება პასუხისმგებელ ბანკირთან; კვალიფიცირებული ლიდების შესახებ სრული და ზუსტი ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით ოპერატიულად გადაგზავნა შესაბამის ბანკირთან (იპოთეკური სესხის დასამუშავებლად) და დეველოპერულ კომპანიასთან (ბინის დაჯავშნისა და ხელშეკრულების გაფორმებისთვის); განხორციელებული ზარების, შეხვედრებისა და გაყიდვების სტატისტიკის რეგულარული აღრიცხვა და რეპორტინგი; პარტნიორი დეველოპერების პროექტების, ფასების, მიმდინარე აქციებისა და თავისუფალი ბინების კატალოგის დეტალური და აქტუალური ფლობა; ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან,კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად; სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: უმაღლესი - ეკონომიკა/ფინანსები/საბანკო საქმე/ბიზნესის ადმინისტრირება; სამუშაო გამოცდილება: საბანკო საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება; აუცილებელი ცოდნა და უნარები: საქართველოს ბანკის პროდუქტები; მომსახურების სტანდარტები; ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა; კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; გამართული, დამაჯერებელი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; გაყიდვების,დარწმუნებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარები; სამუშაო ამოცანების სწორად გადანაწილების და მათი შესრულების კონტროლის უნარი; დაგეგმვის და სამუშაოს დროულად შესრულების უნარი; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 4 დეკემბერი, 2026.

This is a copy of the posting, as read on November 25, 2026. The employer’s page has the full text and the way to apply.

Source: HireHive.