ბექ-ოფისის მოლარე- თბილისი / საღამოს ცვლა

Bank of Georgia

Tbilisi, Georgia · Full-time · Posted 9 days ago

სს „საქართველოს ბანკის“ ფულისა და ფასეულობის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას ბექ-ოფისის მოლარის თანამდებობაზე თბილისში - საღამოს ცვლაში. სამუშაო გრაფიკი : 19:00-03:00 საათამდე ეს პოზიცია შენთვისაა, თუ: • გსურს სტაბილური სამსახური და დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით; • ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი; • თავს კომფორტულად გრძნობ დინამიკურ და მეგობრულ გარემოში; • გსურს ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობა. აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, შენ: • წარმართავ ნაღდი ფულის გადათვლა-ფორმირების პროცესს; • ჩაერთვები ნაღდი ფულის ოპერაციების წარმოებისა და მათი საბანკო პროგრამაში ასახვის პროცესში; • უზრუნველყოფ ნაღდი ფულის ოპერაციებთან დაკავშირებული საბუთების ფორმირებას; • ჩაერთვები საკასო ოპერაციების დროს წარმოქმნილი ხარვეზების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების პროცესში; • აწარმოებ პერიოდულ ანგარიშგებას ხელმძღვანელთან შესასრულებელი ამოცანების შესახებ; მნიშვნელოვანი კვალიფიკაცია: განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება; სამუშაო გამოცდილება: სასურველია სალაროსთან/ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება; ცოდნა და უნარები: • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, Word, Outlook); • ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, ორგანიზებულობა; • დატვირთულ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი; • გუნდური მუშაობის უნარი; ჩვენ გთავაზობთ: • დარიცხულ ფიქსირებულ ხელფასს + კვარტლურ ბონუსს, შესრულების შესაბამისად; • განვითარების შესაძლებლობას, როგორც ფულისა და ფასეულობების დეპარტამენტში, ასევე - ბანკის მასშტაბით. თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი, 2026.

This is a copy of the posting, as read on November 25, 2026. The employer’s page has the full text and the way to apply.

Source: HireHive.