ბუღალტერი
Georgian Card
Tbilisi, Georgia · Full-time · Posted 5 weeks ago
სს „ჯორჯიან ქარდი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. სამუშაოს მიმოხილვა: პირველადი საბუთების დამუშავება, საბუღალტრო და საბანკო ოპერაციების წარმოება და პროგრამაში ასახვა. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, დეკლარაციების, სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და თანამშრომელთა ხელფასების აღრიცხვა, ასევე ფინანსური ანგარიშგებისა და ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება კომპანიის ფინანსური საქმიანობის გამართულობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ძირითადი ფუნქციები: პირველადი საბუთების დამუშავება, საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და პროგრამაში ასახვა; საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/ინვოისების მომზადება და გადაგზავნა; სასაქონლო-მატერიალური მარაგების, ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა; თანამშრომელთა ხელფასისა და სარგებლის აღრიცხვა; საბანკო ოპერაციების წარმოება და ასახვა; ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების, სტატისტიკური კითხვარების მომზადება და წარდგენა; ფინანსური ანგარიშგების, ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება; სხვა დავალებების შესრულება მისი უშუალო ხელმძღვანელის მითითებით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის ან/და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით; სამუშაო გამოცდილება: ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება; აუცილებელი ცოდნა და უნარები: საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების, ასევე IFRS სტანდარტების ცოდნა; Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; დეტალებზე ორიენტირებული და დისციპლინირებული; ოპერატიული, სწრაფი და ენერგიული; პროგრამა Exact-ის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად). სამუშაო პირობები: სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 – 19:00; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთოთ რეზიუმე/CV და დააჭიროთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 5 ნოემბერი, 2026 წელი.
This is a copy of the posting, as read on November 25, 2026. The employer’s page has the full text and the way to apply.
Source: HireHive.

