SME პორტფელური რისკების ანალიტიკოსი
Occupation: რისკების მართვა
Bank of Georgia
Tbilisi, Georgia · Full-time · Posted 2 weeks ago
საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტში, ვეძებთ SME პორტფელური რისკების ანალიტიკოსს. ძირითადი ფუნქციები: საკრედიტო პორტფელის ხარისხის მაჩვენებლებისა და ტენდენციების ანალიზი; საკრედიტო პოლიტიკების, წესებისა და სკორინგული მოდელების გავლენის შეფასება პროდუქტის შედეგებზე; პროდუქტების ეფექტიანობის შეფასება დამტკიცების მაჩვენებლის, დეფოლტის სიხშირის, რისკის ღირებულებისა და სხვა ძირითადი ინდიკატორების საფუძველზე; ანალიტიკური დასკვნების მომზადება და შედეგების წარდგენა დაინტერესებული მხარეებისთვის; ავტომატიზებული დაკრედიტების პროდუქტებისა და გადაწყვეტილების მიღების სისტემების განვითარებაში მონაწილეობა. სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები : უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, მათემატიკის, სტატისტიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მონათესავე მიმართულებით; მინიმუმ 2 წლის გამოცდილება მონაცემთა ანალიზის, საბანკო საქმიანობის, საკრედიტო რისკების ან ბიზნესანალიზის მიმართულებით; საკრედიტო პორტფელის ხარისხის მაჩვენებლების საბაზისო ცოდნა SQL-ისა და Excel-ის კარგი ცოდნა (სავალდებულო); Power BI-სთან ან სხვა BI ინსტრუმენტებთან, Python-თან და AI ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია; DWH / Data Mart კონცეფციების ცოდნა სასურველია; ქართულ და ინგლისურ ენებზე მკაფიოდ და ლაკონურად წერის უნარი; უპირატესობად ჩაითვლება: საკრედიტო პროდუქტების, სკორინგული მოდელებისა და ავტომატიზებული დაკრედიტების პროცესების ცოდნა; პროდუქტის განვითარებაში, ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციასა ან ტექნოლოგიური ცვლილებების დანერგვაში მონაწილეობა. ცოდნა და უნარები: მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზის ეფექტიანი გადმოცემის (data storytelling) უნარი: რთული ანალიტიკური მიგნებების მკაფიოდ და დამაჯერებლად წარდგენა როგორც ტექნიკური, ისე არატექნიკური აუდიტორიისთვის; ბიზნესპროცესების ანალიზისა და გააზრების უნარი და ბიზნესკონტექსტის საკრედიტო რისკისა და პროდუქტის მოთხოვნებად გარდაქმნა; ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, დეტალებზე ორიენტაცია; გუნდური მუშაობა, ინიციატივიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; რამდენიმე ამოცანისა და პრიორიტეტის პარალელურად მართვისა და ვადების დაცვის უნარი. გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.
This is a copy of the posting, as read on November 25, 2026. The employer’s page has the full text and the way to apply.
Source: HireHive.

